01:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 20:30:12, 2150 ნახვა

კომენტარი
ირმა ჭკადუა - ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოზარდი პოლიციას თავად ჩაბარდა

"წითელ ბაღში" არასრულწლოვნების დაჭრის საქმეზე დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს. 

როგორც ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ორგანოში დღეს თავად გამოცხადდა. 

ჭკადუას ინფორმაციით, არასრულწლოვნისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ. 

"ამ ეტაპზე არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადად კანონიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება დეტალებზე ვისაუბრო. ბრალი ჯერ წაყენებული არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა", - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა თბილისში, წითელ ბაღში მომხდარ ინიციდენტში ბრალდებული - 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics