01:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 14:16:46, 1717 ნახვა

კომენტარი
ლექვინაძე მეტროში ჭერის ჩამონგრევაზე: გამოძიება იტყვის, სად იყო შეცდომა დაშვებული

თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის კონსტრუქციის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამ საკითხზე წინასწარი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.

„სამწუხარო ფაქტია, რაც მოხდა. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. წინასწარ ამ საკითხზე რაიმე კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ჩვენ უნდა ვენდოთ შესაბამისი კომპეტენტური უწყებების გამოძიების შედეგს და ის იტყვის, სად იყო შეცდომა - ეს იყო სამუშაოების წარმოებისას, ექსპლუატაციაში მიღებისას, ზედამხედველობის კომპონენტში, თუ რა ნაწილში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics