|
2018-01-31 11:04:31, 1517 ნახვა
კომენტარი
ჭირაქაძე: ზოგადად, ბიზნესი გარემოს დადებითად აფასებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც გამოსასწორებელია
სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობის წევრებს და დედაქალაქის მერს ხვდებიან. შეხვედრაზე ბიზნესასოციაცია წარადგენს კვლევას „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა, კვლევის ფარგლებში, საქართველოს წამყვანმა და მსხვილმა კომპანიებმა ქვეყნის ბიზნეს გარემო შეაფასეს. მისივე თქმით, ბიზნესი ზოგადად გარემოს დადებითად აფასებს, თუმცა, მათივე შეფასებით, არსებობს საკითხები, რომლებსაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ჭირაქაძის განმარტებით, კვლევის ჩატარების მიზანი იყო, კერძო სექტორის საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა და ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობა. „საქართველოს ბიზნესასოციაციამ 2017 წელს დავიწყეთ ყოველწლიური კვლევა საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ კერძო სექტორის თვალით. საინტერესო კვლევა ჩატარდ, რომელსაც გავაცნობთ პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს. არის ძალიან საინტერესო მიღწევა, ასევე არის საკითხები, რომელიც კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლებამ გამოასწოროს. კვლევის მიზანია, არსებობდეს კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის მეტი კომუნიკაცია და სახელმწიფოს, პრემიერს კარგად ესმოდეს, როგორ აფასებს ბიზნესი ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ზოგადად, გარემოს ბიზნესი დადებითად აფასებს, ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ბიზნესგარემო იყოს უკეთესი. ამავდროულად, არსებობს საკითხები, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)