00:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 13:33:25, 1794 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დაანებოს თავი გირგვლიანის სახელით მანიპულირებას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მმართველ პარტიას მოუწოდებს გაათავისუფლოს სისტემა იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას.

"სისტემური დანაშაულებით დაზარალებული საქართველოს ასობით მოქალაქე წლებია ელოდება სამართალს. ამიტომ "გირგვლიანის პაკეტი" უნდა მოიცავდეს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან გათავისუფლება, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ, უკვეთავდნენ, ხელს აფარებდნენ და სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანის უფლებების შელახვას. სხვა შემთხვევაში გირგვლიანის პაკეტი იქნება ფარსი. რასაც ჩვენ ეს წლებია ვუყურებთ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება დაზარალებული ადამიანების ინტერესების სასარგებლოდ, ეს არის მართლმსაჯულების ფარსი და ადამიანების ემოციებით მანიპულირება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე მუშაობის დაწყება დააანონსა. შესაბამისი განცხადება ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე სანქციები გამკაცრდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics