00:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 18:52:59, 2629 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ ჩემი პოლიტიკური ქმედებები აკონტროლონ

„ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ ჩემი პოლიტიკური ქმედებები აკონტროლონ“,- ასე გამოეხმაურა  საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი  და  ოდესის ოლქის გუბერნატორი  მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მათ არ უნდათ მე რომ გადავადგილდებოდე, მაგრამ ეს არ იმუშავებს.  მინდა ყველას ვუთხრა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი, ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ მოუწევთ ხელისუფლება დათმონ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს აქ მოვიდა. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა მომავალი საპროტესტო მარშიც დანონსა.

„უახლოეს დღეებში ჩვენს მარშს გამოვაცხადებთ, რათა იმ ადამიანის იმპიჩმენტს მივაღწიოთ, ვინც უღალატა მაიდნის იდეალებს“- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics