22:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 14:24:17, 1667 ნახვა

კომენტარი
გიგაური: როდესაც მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ითვალისწინებენ - ეს დიდი პრობლემაა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის  ეკა გიგაურის შეფასებით, პრობლემაა, როდესაც სასამართლო მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.

"ვსაუბრობთ იმ პრაქტიკაზე, როდესაც მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ითვალისწინებენ და ამის საფუძველზე აგზავნიან ადამიანებს ციხეში, არა მხოლოდ ნარკოდანაშაულებთან, არამედ სხვა დანაშაულებთან დაკავშირებითაც. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, თუ რა სასჯელი უნდა იყოს განსაზღვრული და რა კონკრეტული რაოდენობა უნდა ჰქონდეს პიროვნებას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ "ბახალას" 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics