20:14 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 13:42:47, 2582 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიევის სააპელაციო სასამართლოში 26 იანვრისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა. ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის პირადი მოთხოვნაა.

"მათ გადადეს სასამართლო ერთი კვირით. ის პარასკევს ჩატარდება. ამის მიზეზია მოსამართლის ოჯახური გარემოებები", - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, კიევის სასამართლომ 2017 წლის 11 დეკემბერს უკრაინის მთავარი პროკურატურის სარჩელი, მიხეილ სააკაშვილი წინაპატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.  სწორედ კიევის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა დღეს პროკურატურა, თუმცა საკითხის განხილვა 26 იანვარს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics