08:19 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 14:45:48, 8644 ნახვა

Lifestyle
წლის საუკეთესო სერიალების მიმოხილვა

როგორც ამბობენ, ცუდი ამბით დაწყება სჯობს - 2018 წელი "სამეფო კარის თამაშების" დასკვნითი სეზონის გარეშე ჩაივლის, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხარისხიანი სერიალების გამოსვლის სიხშირემ საგრძნობლად იმატა, 2018-ში მაინც არ მოვიწყენთ.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე "ველური დასავლეთის სამყარო" იქნება, ამ სერიალის გამოსვლას ძალიან ბევრი კინომანი მოუთმენლად ელოდება. მეორე ადგილს ინტერესის მიხედვით სერიალი "ატლანტები" იკავებს, მას ერთი საფეხურით ამ წლის საუკეთესო სერიალის ნომინაციაში "ოქროს გლობუსის" პრემიის მქონე "დიდი პატარა ტყუილი" ჩამორჩება.

აგრეთვე 2018-ში მეგაპოპულარული სერიალის "ამერიკელები"-ს მეექვსე სეზონის გამოსვლაა დაანონსებული.

პიკანტური და სკანდალური, როგორც მისი მთავარი გმირები სერიალი "ამერიკული დანაშაულებების ისტორია" , რომლის პირველ სეზონში თვალს საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სასამართლო პროცესს ვადევნებდით, 2018-ში არანაკლებ საინტერესო და დრამატულ ისტორიას მოგვითხრობს. სერიალის მეორე სეზონი "ვერსაჩეს" მოდის სახლის სულისჩამდგმელზე ჯანი ვერსაჩეს ცხოვრებაზე და მის მკვლელობაზე გვიამბობს. სერიალში ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც არიან რიკი მარტინი, პენელოპა კრუსი და დარენ კრისი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics