19:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 14:36:35, 2314 ნახვა

კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: მე მარტო ტყვია თუ გამაჩერებს, რაც იმათგან მოსალოდნელია

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსასამართლოს მიმართონ.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

მისივე თქმით, პროცესში სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა გამოძიებას სწორი მიმართულებით წარმართავს.

"მთელი საქართველო და მთელი ხეობა აღელვებულია. ჩემი გაჩერება და გატეხვა იქნება  ღმერთის და ხალხის წინაშე ძალიან დიდი სირცხვილი. მე მარტო ტყვია თუ გამაჩერებს. რაც იმათგან მოსალოდნელია", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. საბოლოოდ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა. იგი სოფელ დუისის სასაფლაოზე 11 იანვარს დაკრძალეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics