22:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 15:50:16, 1930 ნახვა

სამართალი
სასამართლო ოთარ აბესაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო.

„მიმდინარე წლის  15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო,   წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის  კოლეგიის განჩინებით, ბრალდებულ ოთარ ა.-ს  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა  10 000 ლარის ოდენობით გირაოთი და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო.

წარდგენილი ბრალის თანახმად, ოთარ ა.-ს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნა და მიღება, რათა მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, აგრეთვე გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა“,-ნათქვამია განცხადებაში.

მოცემულ საქმეზე არსებითად განხილვის მომდევნო სხდომა 2018 წლის 15 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics