|
2018-01-15 11:46:29, 2334 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში, 10 მოსწავლე და მასწავლებელი დაჭრეს
რუსეთში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 10 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიჭრა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირება სკოლის 2 მოსწავლეს შორის დაიწყო, რომლებიც დანებით იყვნენ შეიარაღებული. სკოლის პედაგოგები და სხვა მოსწავლეები მათ დაწყნარებას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი დაჭრეს. მედიის ცნობით, დაპირისპირება პირადი კონფლიქტის საფუძველზე, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა. მოზარდები სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს და უახლოს მომავალში მათ დაკითხავენ. სააგენტო წერს, რომ ორი დაჭრილი პირის - მასწავლებლის და 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია და მათ ოპერაციები უტარდებათ. აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სკოლაში ორი, დანით შეიარაღებული, ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. ინციდენტი ქალაქ პერმში მდებარე სკოლაში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)