11:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 15:07:51, 846 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: EBRD–ის ღონისძიებები ლარის კურსზეც აისახება

„EBRD–ის  ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ყველა პროცესზე აისახება, მათ შორის ლარის კურსზეც“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოსთვის კარგია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ეს ღონისძიება  ზრდის საქართველოსადმი ინტერესს, საინვესტიციო მიმზიდველობასა და შესაძლებლობას, განვავითაროთ ეკონომიკა, რაც თავისთავად აისახება ყველა პროცესზე, მათ შორის ლარის კურსზეც“, – აღნიშნა ხადურმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის ლარის კურსთან დაკავშირებით კონსულტაციები მუდმივად იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics