19:29 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 17:18:32, 1814 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ზურაბ გორნაკაშვილს და შოაიფ ბორზიევს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულებს - ზურაბ გორნაკაშვილს და შოაიფ ბორზიევს წინასწარი პატიმრობის ვადა 22 თებერვლამდე გაუხანგრძლივა.

პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, ბრალდებას დამატებითი ვადა მტკიცებულებების მოსაპოვებლად სჭირდება.

"წინასასამართლო სხდომის გადაწევის შესახებ შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნული სხდომა 16 იანვრის ნაცვლას 22 თებერვალს გაიმართება. ასევე, ძალაში იქნა დატოვებული მოსამართლის მიერ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა. საქმე გახლავთ საკმაოდ მოცულობითი და არის გარკვეული სირთულის. შესაბამისად, მოცემული ვადა არ იყო საკმარისი გამოძიებისთვის. საქმეში არსებობს ინფორმაცია, რომელსაც დუდაევი სინამდვილეში არის ბორძიები, მაგრამ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა პროკურორმა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics