13:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 17:07:12, 2583 ნახვა

მსოფლიო
„ის ცილისწამებით არის სავსე“ - ტრამპის შესახებ სკანდალური წიგნი დღეს გამოვა

სკანდალური წიგნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ დღეს გამოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, წიგნი "ცეცხლი და მრისხანება ტრამპის თეთრ სახლში" ჟურნალისტმა მაიკლ უოლფმა დაწერა.

მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადვოკატები წიგნის გამოცემის ჩაშლას ცდილობდნენ.

როგორც ამერიკული და ბრიტანული მედია წერს, წიგნში ტრამპის პრეზიდენტობის სენსაციური დეტალებია თავმოყრილი.

წიგნში საუბარია ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ტრამპის შიში პრეზიდენტობის წინ, მისი ქალიშვილის ივანკა ტრამპის საუბრები მამის ვარცხნილობაზე, თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგის სტივ ბენონის ინტერვიუ და სხვა სენსაციური ფაქტები. წინგი 200 ინტერვიუს საფუძველზე დაიწერა.

წიგნის გამოსვლას თავად ტრამპი უკვე გამოეხმაურა. თეთრი სახლის მეთაურმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი და წიგნის ავტორი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

„მე ამ ცილისმწამებლური წიგნის ავტორს თეთრ სახლში შესვლა ავუკრძალე. მასთან ამ წიგნის შესახებ არასოდეს მილაპარაკია. ეს გამოცემა ტყუილით, დამახინჯებული და არარსებული მასალებითაა სავსე", - წერს დონალდ ტრამპი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics