12:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 13:19:52, 2125 ნახვა

კომენტარი
კილაძე: მართლმადიდებლური სიწმინდეების არასათანადო ფორმით გამოხატვა აღმაშფოთებელია

„აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ის მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გარკვეული ფორმით მოხდეს დარეგულირება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

„როგორც მართლმადიდებელი, ამ მიმართულებითაც ვამახვილებ ყურადღებას. აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აღშფოთებას და ვუერთდები მათ. ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი. ძალიან ბევრი სარწმუნოება გვერდიგვერდ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით თანაარსებობდნენ. ამის უამრავი მაგალითია ჩვენი განვლილი ისტორიის მანძილზე. არ რჩება ადგილი და დაუშვებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ისეთ საკითხთან დაკავშირებით რასაც ჰქვია რელიგია. მე მხარს ვუჭერ, რომ რაღაც ფორმით უნდა მოხდეს დარეგულირება, რათა ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ“, - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, ემზარ კვიციანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics