14:25 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 13:46:46, 779 ნახვა

რეგიონი
ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღო. ბათუმს- ასე ქვია ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია ნიაზ დიასამიძეა.

„მუსიკაც და ტექსტიც ვფიქრობ ზუსტად გამოხატავს ბათუმის სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს. ვიდეორგოლის დანიშნულება შიდა ტურიზმის სტიმულირებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტუმრები ხედავდნენ ბათუმს ბათუმელებით. ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის ის ენერგეტიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. ასევე, საჭიროდ ჩავთვალეთ პორტრეტებთან ერთად ვიდეორგოლს წარმოეჩინა ის ელემენტები, რომელთა ერთობლიობა ქმნის ბათუმს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ამ პროექტზე მუშაობდა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017 წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეო-რგოლი გადაიღო. მათი ნაწილი ისეთ პოპულარული ტელეკომპანიების მაყურებელმა ნახა, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ვიდეორგოლი გადაიღო სარეკლამო კომპანია „Look production“-მა გადაიღო.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics