04:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 12:49:37, 2212 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი - საქართველო, იმის მაგივრად, რომ მეზობლებთან ურთიერთობა დაარეგულიროს, ნატო-ს მოსკოვის შეკავებაში ეხმარება

ოფიციალური მოსკოვი წუხს, რომ თბილისი ნატო-ს სტრატეგიაში, რომელიც რუსეთის "შეკავებას" გულისხმობს, აქტიურად არის ჩართული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარასინმა განმარტა, თბილისის აღნიშნული ჩართულობა საქართველოს უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.

"ბუნებრივია, რომ ასეთ კონტექსტში ამერიკის და ნატო-ს სხვა წევრების ძალისხმევა საქართველოს მილიტარიზაციის კუთხით, რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. დასანანია, რომ თბილისი ნატო-ს სტრატეგიაში, რომელიც რუსეთის შეკავებას გულისხმობს, ასე აქტიურად არის ჩართული, იმის მაგივრად, რომ მეზობლებთან ურთიერთობები დაარეგულიროს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "დღეს საიმედოდ არის დაცული, იმისგან, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღარ განმეორდეს".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics