03:40 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 09:33:51, 2869 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე

„მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე",- ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის  შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესი.

„ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.​

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 2 დღის განმავლობაში მსჯელობდა. განხილვების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics