00:52 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 12:13:07, 2153 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში ცენტრალური პარკი შენდება

კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, ზემო ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო.

პარკში უკვე დასრულებულია განათების ქსელისა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, ასევე, დენდროლოგიური სამუშაოები. მოეწყო გამწვანების თარგები, სადაც 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ოთხმეტრიანი ხეები და ბუჩქოვანი ნერგები დაირგო.

ამ ეტაპზე, ფონიჭალის ცენტრალურ პარკში ბილიკებისა და შადრევანის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასავენებელი სივრცე შესაბამისი ინვენტარით სრულად აღიჭურვება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ახალი პარკით მოსახლეობა მომავალი წლიდან ისარგებლებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics