09:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:49:05, 1655 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი ციხიდან არ უნდა გამოვიდეს, რადგან სასჯელს იხდის

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერი დეპუტატის სერგი კაპანაძის კითხვაზე საპასუხოდ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ სცნო, რაც ოპოზიციისთვის სამწუხაროა:

„რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში, მე ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ვერ შეძელით სტრასბურგის დიდი პალატისთვის გეთქმევინებინათ, რომ ვანო არის პოლიტიკური პატიმარი.

პირიქით, დიდმა პალატამ თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. რომ მის დაკავებაში არც ამჟამინდელ პატიმრობაში პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთება.კითხვა იცით ჩემსავით კარგად, ვთქვათ, რომ ჩემზე უკეთესადაც და წაიკითხეთ. ის, რომ მე-18 მუხლი დაირღვა, ეს არ არის ის,რ ასაც თქვენ ელოდით, თქვენ ელოდით პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გავლით, ეს ვერ მოახერხეთ და მე ამ მწუხარებას ვიზიარებ.ვანო უნდა გამოვიდეს თუ არა ციხიდან, მე თუ მეკითხებით, მე ვფიქრობ, რომ ის არ უნდა გამოვიდეს იმიტომ, რომ იხდის სასჯელს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი“,-განაცხადა წულუკიანმა.

მთავრობის განახლებული  შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics