22:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:35:42, 1904 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად რეფორმების განხორციელებაა აუცილებელი

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია იქნება და მათთან ერთად მოხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების დაგეგმვა.

,,გასული ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და ამ ეტაპზე დაგეგმილია რეფორმები შემდეგი ძირითადი მიმართულებით: საგადასახადო ზედმეტობების ავტომატური დაბრუნება, საბაჟო სერვისების დიგიტალიზაცია, On-line საგადასახადო რეზიდენტობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სტაბილური ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, თავის მხრივ შეამცირებს მერყეობებს ეკონომიკაში და გაზრდის მის ეფექტურობას.

 საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი, ინოვაციური და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესაბამისი გარემოს შექმნა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics