08:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 20:26:01, 1877 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე გუნდში შესაძლო განხეთქილებაზე: ეს არის სპეკულაცია, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  უმრავლესობაში დამატებითი ფრაქციების შექმნის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ფრაქციების შექმნის მიზანი უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციაა.

„ჩვენ ვახერხებდით აქამდეც უმრავლესობის შიგნით ურთიერთობების სათანადოდ დარეგულირებას, მართვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობაში განხორციელდეს პროცესების სწორი მართვა, ჩვენი აზრით, დამატებით ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს მართვის ოპტიმიზაციას უმრავლესობის შიგნით. ეს არის ფრაქციების ჩამოყალიბების მიზანი“,-აღნიშნა კობახიძემ.

მან გუნდის შიგნით განხეთქილებაზე საუბარს სპეკულაციები უწოდა:

„ეს იყო  სპეკულაციები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს. მთლიანად საფუძველს იყო მოკლებული“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics