21:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-17 14:26:59, 2462 ნახვა

ეკონომიკა
თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი გაიხსნა

სვანეთში, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა.საბაგიროები ყოველდღე, 10:00-16:00 მდე იმუშავებს. სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.

თეთნულდზე  სულ არის 5 საბაგიროა, აქედან, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი. კურორტზე   30 კმ-იანი  9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.

“სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის კურორტი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს, უშუალოდ სათხილამურო კომპლექსი კი 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გაგრძელდება.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს.  კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. ამ დროისთვის ფუნქციონირებს ღია სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, 23 დეკემბერს კი ოფიციალურად გაიხსნება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო.

ახალი საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6ადგილიანი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მისი მწარმოებელია მსოფლიოში წამყვანი კომპანია „Doppelmayr”-ი. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს ჰაწვალის სათხილამურო არეალსა და მესტიის ცენტრსერთმანეთს დააკავშირებს”,-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics