19:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 13:43:54, 1840 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია 16 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა

მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში 16 სპორტული მოედანი განახლდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი თბილისის ზღვაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა, სადაც ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული და საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო.

ე.წ. ტურბაზის ტერიტორიაზე შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედნის გარშემო მოეწყო ლითონის იზოლირებული ბადე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი და აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

სტადიონის გვერდით კი, მოეწყო კაუჩუკის საფარი და დამონტაჟდა ატრაქციონები. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 75 414 ლარი გამოიყო. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics