19:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 19:23:58, 2055 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს 19 მოქალაქე გერმანიაში არ შეუშვეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 თებერვალს გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერ სასაზღვრო კონტროლის გავლისას, გერმანიაში არ შეუშვეს ქუთაისი-მემინგემის რეისის 19 მგზავრი.

უწყების ცნობით, საქართველოს 10 მოქალაქე მემინგენი-ქუთაისის რეისით იმავე დღეს უკან გამოაბრუნეს, 9 მოქალაქე კი მიუნხენის აეროპორტის ტრანზიტული ფრენებისათვის განკუთვნილ ნაწილში გადაიყვანეს. ისინი საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში (შენგენის ზონა) უვიზოდ მიმოსვლის უფლება 2017 წლის 28 მარტს მიიღეს. უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, 180-დღიანი მონაკვეთის პერიოდში შენგენის ზონაში 90 დღე გაატარონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics