|
2017-12-11 13:39:11, 1901 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასდროს ჰქონია
„თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, საქართველოს ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასდროს ჰქონია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. ბახტაძე ფიქრობს, რომ მომავალი წელი ამ მიმართულებით კიდევ უფრო კარგი იქნება. „მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევოკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. სატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 9 თვეში, საქართველოში შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 მილიარდ 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)