|
2017-12-09 16:16:11, 2224 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე სააკაშვილის დაკავებაზე: უკრაინასთან თანამშრომლობა ამ საკითხში მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით შემოიფარგლება
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. კითხვაზე, შედგა თუ არა უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხში თანამშრომლობა მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით შემოიფარგლება. „საქართველოს და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით და შესაბამისად, ყველა კომუნიკაცია თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არსებობს შესაბამის უწყებებს შორის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუშინ დააკავეს. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან. როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)