02:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 14:18:22, 2362 ნახვა

კომენტარი
კობა ნაყოფია: სააკაშვილს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა, საჭირო იყო მისი ბინაში გადაყვანა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოკავშირე კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ყოფილი გუბერნატორის ბინაში გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო საჭირო, - ამის შესახებ Strana იუწყება.

"მიხეილი ავად გახდა. მას 40 გრადუ სიცხე ჰქონდა. აუცილებელი იყო მისი სადმე გადაყვანა, რომ ემკურნალა. ამიტომ, ის გადაიყვანეს ბინაში. არ ვიცი ვინ არის ის კაცი, რომელთანაც სააკაშვილი იმყოფებოდა“, - აღნიშნა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. ის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, სანამ მას არ გაათავისუფლებენ. სავარაუდოდ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს გაიმართება. სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. უკრაინელი დეპუტატის, ანტონ გერაშენკოს თქმით, სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების ზომას სასამართლო 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს. პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics