23:02 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 20:07:33, 2854 ნახვა

კომენტარი
გოგა ხაჩიძე პრემიერს: კვერცხების სროლას თავი დაანებეთ

„იმედი მაქვს, ტყუილების თქმას თუ არა, კვერცხების სროლას მაინც შეეშვებით“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოგა ხაჩიძემ პრემიერ–მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს.
ხაჩიძემ პარლამენტში, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრები მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდებიან,  სიმბოლურად კვერცხი მიიტანა. 
„ტყუილების თქმას თუ არ დაანებებთ თავს, მინდა გთხოვოთ, კვერცხების სროლას დაანებეთ თავი. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება...  არ ცხოვრობთ მხოლოდ რაღაც კანცელარიაში, ყველანი ვმოძრაობთ ქვეყანაში და კვერცხის სროლა არის უღირსი საქციელი და  ნუ დაამკვიდრებთ იმას, რასაც „ქართულმა ოცნებამ“  ხელწერად იქცია ბოლო პერიოდში. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ, როგორც მომავალი პრემიერ–მინისტრი ტყულების თქმას თუ არა, კვრერცხების სროლას მაინც შეეშვებით“, – აღნიშნა ხაჩძემ. 
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics