|
2017-12-05 13:26:57, 2002 ნახვა
სამართალი
პროკურატურა სააკაშვილზე: დღევანდელ მოვლენებზე უკრაინის პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისთვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ. რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, პროკურატურაში ამბობენ, რომ ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისთვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ.რაც შეეხება დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)