03:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 16:14:24, 2006 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ხ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბოლნისის რაიონში, ხ.ნ.-მსაკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ე.გ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ე.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ხ.ნ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ სცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთაგანუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics