19:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 20:19:35, 2501 ნახვა

მსოფლიო
New York Times: რექს ტილერსონი თანამდებობას ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, თეთრმა სახლმა შესაბამისი საკადრო ცვლილებების გეგმა უკვე შეიმუშავა. 

New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რექს ტილერსონს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი მარკ პომპეო შეცვლის. პომპეოს ადგილს კი, დემოკრატი სენატორი ტომ კოტონი დაიკავებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა: "რექსი აქ არის!". 

შეგახსენებთ, რომ რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ზაფხულშიც გავრცელდა. მაშინ ამერიკულმა მედიამ გადადგომის მიზეზად ტილერსონსა და დონალდ ტრამპს შორის არსებული უთანხმოება დაასახელა. თუმცა ეს ინფორმაცია რექს ტილერსონმა უარყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics