03:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 20:05:33, 2037 ნახვა

სამართალი
შსს - ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა სახის არეში ყოფილი ცოლი დაჭრა და პოლიციის მიმართულებით ისროლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

"წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე  შეირაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. 

ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics