|
2017-11-30 13:26:47, 1869 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოთარ აბესაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს, 20 დღით სამედიცინო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიიღო. სასამართლო სხდომის დაწყების დროს ოთარ აბესაძემ განაცხადა, რომ 2 დღის წინ შეიტყო ბაბუის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისად ის თავს არაადეკვატურად მიიჩნევს. „2 დღის წინ გავიგე, რომ ჩემზე ნერვიულობის გამო გარდაიცვალა ჩემი ოჯახის წევრი, გამზრდელი ბაბუა. ეს 40 დღის წინ იყო, მე კი, ამის შესახებ მხოლოდ 2 დღის წინ შევიტყე", - განაცხადა აბესაძემ სასამართლო პროცესზე და სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ სხდომა დროებით შეწყვიტა და ბრალდებული ექიმებმა შეამოწმეს. სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა, რომ აბესაძე ადეკვატური იყო. დაცვის მხარის მოთხოვნით სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)