|
2017-11-28 19:06:09, 1090 ნახვა
სამხედრო
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი მედლით დააჯილდოვა
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ამერიკელ გენერალს საქართველოს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის განვითარების საქმეში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. დაჯილდოების შემდეგ, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებმა გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს. (ns)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)