11:59 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 11:45:03, 2051 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდი გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან“, - ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics