10:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 16:50:13, 2138 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს ხატი შესწირა

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.

წმინდამოწამის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღვისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში დაესწრო და ეკლესიას წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირა.


წმინდა გიორგი რომის იმპერატორის, დიოკლიტიანეს ბრძანებით აწამეს. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა, წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. დიდმოწამე გიორგიმ რწმენას არ უღალატა, რის გამოც ის მბრუნავ ბორბალზე სასტიკად აწამეს, 30 წლის ასაკში კი თავი მოკვეთეს. 
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics