15:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 13:46:42, 2436 ნახვა

მსოფლიო
ტელეკომპანია Russia Today აშშ-ში უცხოელ აგენტად დაარეგისტრირეს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნის თანახმად, ტელეკომპანია Russia Today-ს ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ RT იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების დროს უწყება 1938 წელს მიღებული კანონით ხელმძღვანელობდა, რომელიც ნაცისტური გერმანიისგან და მისი პროპაგანდისგან ჟურნალისტების და მედიის დასაცავად შემოიღეს.

რუსული ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანის შეფასებით, ბოლო ვადის დაწესება "კანიბალისტური ზომაა".

"სისხლის სამართლის საქმესა და რეგისტრაციას შორის ჩვენ ბოლო ავირჩიეთ. ვულოცავთ აშშ-ის სიტყვის თავისუფლებას და მათ, ვისაც ამის ჯერ კიდევ სჯერა“, – განაცხადა სიმონიანმა.

მედიის ცნობით, რეგულაციები მოითხოვს, რომ ტელეკომპანიამ ამერიკის ხელისუფლებას კონტაქტებისა და ხელფასების შესახებ ინფორმაციას მიაწოდოს.

პარალელურად, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, უცხოელ აგენტად რეგისტრაცია ახალი ამბების გაშუქებას არავის უკრძალავს.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელი ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ "სარკისებურ" ქმედებებს განახორციელებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics