19:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 13:43:07, 1255 ნახვა

სამხედრო
„სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ ჩამოყალიბდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, DIB-ში დღეს საპილოტე კურსი დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

უწყების ცნობით, ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გახსნეს, იტალიურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

მონაწილეებს სიტყვით საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, თავდაცვის ატაშემ, კაპიტანმა ატილიო გატიამ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, როზარია პულიზიმ და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა, ანტონიო პენინომ მიმართეს, რომელიც საქართველოს კურსის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია.

ტრენინგის მიზანს პოსტკონფლიქტური სიტუაციის მრავალფეროვანი და რთული გარემოს შესახებ მსმენელების ინფორმირება, სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მონაწილე მხარეებზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების მიმოხილვა და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და უწყებათშორისო კოორდინაციის აუცილებლობის გაცნობიერება წარმოადგენს.

კურსს ოთხი დღის განმავლობაში ქართველ ექსპერტებთან ერთად, იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის წარმომადგენლები გაუძღვებიან. 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, იტალია სკოლის პროექტის მხარდამჭერი ქვეყანა, რაც ერთობლივი კურსების შედგენის პროცესის ხელშეწყობით გამოიხატება.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics