10:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 13:12:16, 2056 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტების პლეადას, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში

„ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტების პლეადას, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენს მწერლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა და ოჯახს მიუსამძიმრა.

 „გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტების პლეადას, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენს მწერლობაში, პოეზიაში და ნამდვილად, მისი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მწერალს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics