14:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 10:59:02, 2001 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კონგრესი ევროპაში რუსეთის შესაკავებლად 4.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ევროპაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად 4.6 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

შესაბამისი გადაწყვეტილება კონგრესმა 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცების დროს მიიღეს. 

კანონპროექტის თანახმად, 350 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინისთვისაც არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა  მიიღო.

როგორც კანონპროექტშია გაზგასმული, თანხა ამერიკის სამხედრო პოტენციალის გაზრდასა და ნატო-ს მოკავშირეების გაძლიერებას მოხმარდება. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის პროფილურმა კომიტეტებმა კვლავ აკრძალეს პენტაგონის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა რუსეთის თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობაზე. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics