15:22 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 13:31:55, 1905 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციის და უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლეთი დადებითად აფასებს

„რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საქართველოს პოლიციის საქმიანობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ყოველწლიურ ანგარიშში მაღალი რეიტინგით არის შეფასებული - 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და  ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში საქართველოში დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალიც დაბალია და საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 26 პოზიციით დაწინაურდა.

ვულოცავ თითოეულ პოლიციელს ამ წარმატებას! თქვენ ემსახურებით საქართველოს!“,-აცხადებს თალაკვაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics