23:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 11:00:33, 2222 ნახვა

ეკონომიკა
„მაგთიკომის“ ინტერნეტქსელზე კიბერ შეტევები განხორციელდა - კომპანია განცხადებას ავრცელებს

„მაგთიკომის“ ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე კიბერ შეტევები განხორციელდა.

ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული:

„გასული ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერ შეტევა.

მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერ შეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.

მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი.

კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები. ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი.

რამდენადაც კიბერ შეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან.

მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics