11:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 13:06:40, 7570 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც მოხუცებს აყაჩაღებდნენ

ბერძნულმა მედიამ საქართველოს 8 მოქალაქის ფოტო გამოაქვეყნა, რომლებმაც ათენში 85 წლის ქალი დააყაჩაღეს, - ინფორმაციას და ფოტომასალას სააგენტო newsit.gr პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია დაკავებულებს არაკეთილსინდისიერ და ყაჩაღ ადამიანებად მოიხსენიებს. მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ქალებიც არიან.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები მიზანმიმართულად ხანში შესული ადამიანების საცხოვრებელ სახლებში შედიოდნენ.

"თავს წარადგენდნენ,  შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებად, რის შემდეგაც ძარცვავდნენ", - აცხადებენ ათენის პოლიციაში.

როგორც სააგენტო წერს, დაჯგუფებას საბერძნეთის მასშტაბით არაერთი ქურდობა აქვს ჩადენილი.

ამასთან, ბერძნული მედია უთითებს, რომ ათენის სასამართლოს გადაწყვეტილებით და 2010 წელს მიღებული კანონით, მათ ბოროტმოქმედების ფოტოების გავრცელების უფლება აქვთ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics