19:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 18:32:02, 2092 ნახვა

სამართალი
საბერძნეთში 85 წლის ქალის წამების ფაქტზე, საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში 85 წლის ქალის წამების ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ბერძენი პოლიციელები აცხადებენ, კრიმინალური ჯგუფი ქალაქ ათენის ერთ-ერთ გარეუბანში, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სახლის მფლობელი, მოხუცი ქალბატონი საწოლზე მიაბეს, ცემეს და უთოთი აწამეს.

დაზარალებულის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მას ფულს სთხოვდნენ. მათ სახლიდან 50 ევრო და ოქროს რამდენიმე სამკაული გაიტანეს.  

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს.

ამასთან, ცნობილია, რომ 7-დან 3 თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ ციხიდან გამოვიდნენ, ხოლო დანარჩენი 4 საქართველოდან ჩავიდა. პოლიცია კრიმინალურ დაჯგუფებას თითქმის 3 თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

გარდა ამისა, დაჯგიფების კიდევ ერთი მსხვერპლი შესაძლოა კლუბ "ატრომიტოს" მწვრთნელი - დამირ კანატისი იყოს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics