15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 12:14:29, 1767 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგია გააცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა სამ ძირითადად მიმართულებებს მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია და  ინფორმირებულობის გაზრდა; სრულმასშტაბიანი მონიტორინგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

„ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა 2017 წლის გამოცდილებას ემყარება და კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სახელმწიფოს ჩართულობა იქნება აქტიური, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია და მისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ოდენობა. აზიური ფაროსანა, რომელიც მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობისა  და მხარდაჭერის  მზადყოფნა გამოხატეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ((USAID/REAP;USAID/ZRDA), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD), მსოფლიო ბანკის (WB), ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics