14:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 11:07:37, 1927 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვიერიკაშვილი სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას მიმართავს, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი შეუწყონ.

„მინდა, რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, ასევე პოლიტიკურ ძალებს და მთლიანად საზოგადოებას, ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც წარსულში ერქვა გაყალბებული ძალადობრივი არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ , რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი საქართველოსა და ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე”,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics