|
2017-10-16 15:59:56, 1747 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათივე ცნობით,პრემიერ-მინისტრმა უნგრეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას. ელჩმა უნგრული მხარის დაინტერესება გამოთქვა, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)