21:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 15:09:25, 1825 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი: თბილისმა უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, რომელიც საკრებულომ ივანიშვილს დაუკანონა

„თბილისმა უნდა დაიბრუნოს ის დაკარგული ტერიტორიები, რომელიც საკრებულომ ბიძინა ივანიშვილს დაუკანონა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაჩერდება, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს.

„ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. თბილისი დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მრავალრიცხოვანი და ხმამაღალი აქცია“, - განაცხადა უდუმაშვილი.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ მსვლელობით პუშკინის სკვერისკენ მიემართებიან. ასევე, შესაძლოა, მათ მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლონ.

შეგახსენებთ, საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი  რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად  გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან  არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის  შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics