15:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 13:02:36, 2090 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში 3 ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ს.ყ. და გ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, ხოლო თ.ქ. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, ქ. ბათუმში, ადლიის ქ. მიმდებარე ტერიტორიაზე ს.ყ. გ.ა.-სთან და თ. ქ.-სთან ერთად თავს დაესხა შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ"-ის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელებმა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, აღნიშნული პირები იმავე ავტომანქანით  ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დანით და ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ"-ის კუთვნილ 148,546 ლარს და მარკეტის თანამშრომელთა პირად ნივთებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა  გ.ა. ქ.ფოთში, ხოლო ს.ყ. ქ.ბათუმში 19 იანვარს დააკავეს. რაც შეეხება თ.ქ.-ს, იგი 21 იანვარს  ქ. ბათუმში იქნა დაკავებული. ს.ყ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო თ.ქ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ა.-ს და თ.ქ.-ს 8 წლითა და 6 თვით, ხოლო ს.ყ.-ს 9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics